შემოქმედებითი საზოგადოება

საერთაშორისო პროექტი

ადამიანის სიცოცხლე
უმაღლესი ღირებულებაა
#creativesociety
შემოქმედებითი საზოგადოება ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს 180-ზე მეტი ქვეყნიდან ნებაყოფლობით საფუძველზე. პროექტის მიზანია უმოკლეს დროში ლეგალურად და მშვიდობიანად გადავიდეს საზოგადოების ახალ შემოქმედებით ფორმატზე მთელ მსოფლიოში, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე იქნება უმაღლესი ღირებულება.

როგორ დაიბადა შემოქმედებითი საზოგადოება?

საზოგადოების ახალი ფორმატის მოთხოვნა, სადაც მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლის ღირებულება, მოდის მილიონობით ადამიანისგან მთელი მსოფლიოდან. ეს აჩვენა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა სოციალურმა გამოკითხვამ, რომელსაც მოხალისეები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდნენ 180 ქვეყანაში.

გამოკითხვის თითოეულ მონაწილეს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა: „რომელ სამყაროში ისურვებდით ცხოვრებას?“ ხალხის პასუხების შედეგად ჩამოყალიბდა 8 საფუძველი, რომელიც გახდა ახალი ფორმატის საზოგადოების აშენების ფუნდამენტი, სახელწოდებით „შემოქმედებითი საზოგადოება“. მის განსახორციელებლად დღეს მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და მოქმედებენ სახელობით პროექტში „შემოქმედებითი საზოგადოება“.

ვინ დგას შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის უკან?

სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, რელიგიისა და რწმენის მილიონობით ადამიანი, რომელთაც სურთ შეცვალონ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ და იციან როგორ გააკეთონ ეს კანონიერი და მშვიდობიანი გზით. ყოველდღე უფრო და უფრო მეტია ასეთი ადამიანი.

ხალხი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც კანონის მკაცრი დაცვით, ერთიანდებიან და მოქმედებენ საერთო მიზნით — შექმნან ღირსეული პირობები მშვიდობიანი და აყვავებული ცხოვრებისათვის მთელი კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის.

ვინ აფინანსებს შემოქმედებითი საზოგადოების პროექტს?

პროექტის შემოქმედებითი საზოგადოების ფარგლებში ყველა აქციას და ღონისძიებას ახორციელებენ ექსკლუზიურად თავად პროექტის მონაწილეები, მათი ინიციატივით, არჩევანითა და სურვილით, მათი პირადი სახსრების ხარჯზე.

შემოქმედებითი საზოგადოების პროექტს არ აქვს საბანკო ანგარიშები, ფინანსები ან ქონება, არ აგროვებს სახსრებს და არ იღებს მოგებას.

შემოქმედებითი საზოგადოება არის სრულიად მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც მოქმედებს კანონის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ექსკლუზიურად თვით ხალხის და არა ცალკეული სახელმწიფოების, პარტიების ან ორგანიზაციების ინტერესებს.

რატომ გვჭირდება შემოქმედებითი საზოგადოება მთელ მსოფლიოში?

ჩვენ გვჭირდება შემოქმედებითი საზოგადოება მთელ მსოფლიოში, რადგან მხოლოდ შემოქმედებითი საზოგადოება:

უზრუნველყოფს გამოსავალს ყველა გლობალური კრიზისიდან, კლიმატის ჩათვლით;
უზრუნველყოფს მომავალს ომების, კონფლიქტების, ძალადობის, სიღარიბისა და შიმშილის გარეშე;
იძლევა შესაძლებლობას უმოკლეს დროში მშვიდობიანი და ლეგალური გზით მიიყვანოს კაცობრიობა ევოლუციური განვითარების ახალ ეტაპზე;
უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოვლისმომცველ განვითარებას.

შესაძლებელია თუ არა შემოქმედებითი საზოგადოების შექმნა ერთ ქვეყანაში ან რამდენიმე ქვეყნის ალიანსში?

დღეს მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ამიტომ საზოგადოების შემოქმედებითი ფორმატი ერთ ქვეყანაში ან თუნდაც რამდენიმე ქვეყნის ალიანსში არ არის სიცოცხლისუნარიანი.

შემოქმედებითი საზოგადოების აშენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი კაცობრიობა მონაწილეობს მთელ მსოფლიოში ერთდროულად. მსოფლიო რეფერენდუმზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ მხოლოდ განაცხადონ თავიანთი განზრახვა შემოქმედებით საზოგადოებაში გადასვლის შესახებ. თუ ცალკეული ქვეყნები ან ქვეყნების ჯგუფი შეეცდება დამოუკიდებლად გადავიდეს შემოქმედებით საზოგადოებაზე, მათი უსაფრთხოება და მოსახლეობის კეთილდღეობა შეიძლება დაირღვეს. ისინი გახდებიან დაუცველები და სამიზნეები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ შემოქმედებითი საზოგადოება.

8 საფუძველი შემოქმედებითი საზოგადოების

„შემოქმედებითი საზოგადოების“ 8 საფუძველი არის ის, რაც ხალხს მთელ მსოფლიოში სურს. ეს არის შემოქმედებითი საზოგადოების ძირითადი ღირებულებები, რომლებიც მსოფლიო რეფერენდუმზე ხალხის ლეგიტიმური ნებით შეიძლება გახდეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველი.
1.ადამიანის სიცოცხლე

ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. საჭიროა გავუფრთხილდეთ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. საზოგადოების მიზანი - უზრუნველყოს და იყოს გარანტი თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასეულობისა. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს უფრო ფასეული რამ, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. თუ ფასეულია ერთი ადამიანი, ესე იგი, ფასეულია ყველა ადამიანი!

2.ადამიანის თავისუფლება

თითოეული ადამიანი იბადება უფლებით იყოს ადამიანი. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი. ნებისმიერს აქვს არჩევანის უფლება. არავის და არაფერს არ შეუძლია დედამიწაზე იდგეს ადამიანზე, მის თავისუფლებაზე და უფლებებზე მაღლა. ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განხორციელება არ უნდა არღვევდეს სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს.

3.ადამიანის უსაფრთხოება

არავის და არაფერს საზოგადოებაში არ აქვს უფლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას!

თითოეულ ადამიანს გარანტირებული აქვს ძირითადი სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების უფასო უზრუნველყოფა, საცხოვრებლის, სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სრული სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით.

საზოგადოების სამეცნიერო, საწარმოო და ტექნოლოგიური საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესაკენ.

გარანტირებული ეკონომიკური სტაბილურობა: ინფლაციისა და კრიზისების არარსებობა, სტაბილური და თანაბარი ფასები მთელ მსოფლიოში, ერთიანი ფულადი ერთეული, ფიქსირებული მინიმალური დაბეგვრა ან ასეთის არარსებობა.

ადამიანისა და საზოგადოების უსაფრთხოება რაიმენაირი საფრთხისაგან უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ერთიანი საერთო მსოფლიო სამსახურით.

4.ინფორმაციის გამჭვირვალეობა და ღიაობა ყველასათვის

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია საზოგადოებრივი ფულადი სახსრების გადანაწილებისა და მოძრაობის შესახებ. თითოეული ადამიანისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საზოგადოების გადაწყვეტილებათა შესრულების სტატუსის შესახებ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას და ასახავენ ინფორმაციას მართლად, ღიად და პატიოსნად.

5.შემოქმედებითი იდეოლოგია

იდეოლოგია მიმართული უნდა იყოს საუკეთესო ადამიანური თვისებების პოპულარიზაციისაკენ და ყველაფრის აღკვეთისაკენ, რაც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანურობის პრიორიტეტი, ადამიანის მაღალი სულიერ-ზნეობრივი მისწრაფებანი, ჰუმანურობა, კეთილსინდისიერება, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობის გაძლიერება.

პირობების შექმნა ჭეშმარიტი ადამიანის განვითარებისა და აღზრდისათვის, თითოეულ ადამიანსა და საზოგადოებაში სულიერ-ზნეობრივ ფასეულობათა კულტივაცია.

ძალადობის პროპაგანდის აკრძალვა, დაყოფის, აგრესიის, არაადამიანურობის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის გაკიცხვა და დაგმობა.

6.პიროვნეპის განვითარება

შემოქმედებით საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აქვს ყოველმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზაციის უფლება.

განათლება უნდა იყოს უფასო და ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის. ადამიანის მიერ თავისი შემოქმედებითი უნარებისა და ნიჭის რეალიზაციისათვის პირობების შექმნა და შესაძლებლობათა გაფართოება.

7.სამართლიანობა და თანასწორობა

ყველა ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის ადამიანს და პატიოსნად ნაწილდება ყველა ადამიანზე. არ არის დაშვებული რესურსების მონოპოლიზაცია და მათი არარაციონალური გამოყენება. ეს რესურსები სამართლიანად ნაწილდება მთელი დედამიწის მცხოვრებთა შორის.

ადამიანს გარანტირებული აქვს შრომითი დასაქმება მისი სურვილის შემთხვევაში. შრომის ანაზღაურება იდენტური თანამდებობის, სპეციალობის, პროფესიისათვის უნდა იყოს ერთნაირი მთელ მსოფლიოში.

თითოეულს აქვს უფლება კერძო საკუთრებაზე და შემოსავლებზე, მაგრამ საზოგადოების მიერ დაწესებული ინდივიდის კაპიტალიზაციის ოდენობის ფარგლებში.

8.საზოგადოების თვითმმართველობა

ცნება „ძალაუფლება“ შემოქმედებით საზოგადოებაში არ არსებობს, რამდენადაც პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე მთლიანობაში, მის განვითარებაზე, ცხოვრების პირობებზე და ჰარმონიულ წყობაზე, აკისრია თითოეულ ადამიანს.

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებითი საზოგადოების საქმეების მართვაში და კანონების მიღებაში ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად

საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, სოციალურად ყურადსაღები, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ხდება საერთო სახალხო მსჯელობითა და კენჭისყრით(რეფერენდუმით).

შენიშვნა 8 საფუძვლების შესახებ
შემოქმედებით საზოგადოებაში არ იქნება საჭირო ფულის გამოყენება ახალი ეკონომიკური მოდელის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გამო. ამიტომ, შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველის ზოგიერთი დებულება, ფულადი ურთიერთობების არსებობიდან გამომდინარე, აქტუალური იქნება მხოლოდ შემოქმედებით საზოგადოებაში გარდამავალ პერიოდში.

რას აძლევს შემოქმედებითი საზოგადოება პლანეტის ყველა ადამიანს?

საზოგადოების შემოქმედებითი ფორმატი ყველა ადამიანს უხსნის დიდ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს.
შემოქმედებითი საზოგადოების სრული განხორციელებისთვის აუცილებელია ახალი ეკონომიკური მოდელის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საზოგადოებაში მრავალი პროცესის რეორგანიზაცია. ამიტომ აუცილებელია შემოქმედებით საზოგადოებაში გარდამავალი პერიოდი, რომელიც, წინასწარი გათვლებით, შეიძლება 5-6 წელი გაგრძელდეს. და უკვე შემოქმედებით საზოგადოებაში გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ყოველი ადამიანი დაბადების უფლებით იღებს შემდეგ სარგებელს:
ყოველთვიური უპირობო ძირითადი შემოსავალი 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი (თითოეული ზრდასრული ადამიანისთვის);
პირველი შვილის დაბადებისას ერთჯერადი ანაზღაურება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო მეორე ბავშვისთვის — 200 000 აშშ დოლარი და ა.შ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყოველთვიური გადასახადები — 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი, 7-18 წლის ბავშვებისთვის — 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი;
ფართო და კომფორტული უფასო საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში მინიმუმ 60 კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე;
უფასო მაღალი ხარისხის მედიკამენტები მთელ მსოფლიოში;
უფასო და მაღალი ხარისხის განათლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
იმუშავეთ დღეში 4 საათი, კვირაში 4 დღე, ერთიდაიგივე მაღალი ხელფასები მთელ მსოფლიოში იდენტური თანამდებობის, სპეციალობის, პროფესიისთვის, ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში მინიმუმ 2-ი არანაკლები 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
უსაფრთხო სამყარო ომების, კონფლიქტების, დანაშაულისა და კორუფციის გარეშე;
გარანტირებული ეკონომიკური სტაბილურობა: ინფლაციის არარსებობა, დეფოლტები და კრიზისები, სტაბილური ფიქსირებული ფასები მთელ მსოფლიოში;
არ არის გადასახადები ფიზიკური პირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
შეზღუდვების გარეშე და უსასყიდლოდ ფიზიკური პირებისთვის ყველა კომუნალური მომსახურება (გაზი, დენი, წყალი, გათბობა და ა.შ.);
სესხებზე ყველა ვალის ჩამოწერა, იპოთეკის ჩათვლით;
უვიზო რეჟიმი და თავისუფალი გადაადგილება მთელს მსოფლიოში ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების, ხალხთა კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებით;
ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას და მათი წვდომა ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
შემოქმედებით საზოგადოებაში, ჩვენს საერთო ოცნებაში, თითოეული ჩვენგანი ხდება თანაბარი უფლებების მქონე მსოფლიოს მოქალაქე. შენარჩუნებულია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და თითოეული ხალხის კულტურული მემკვიდრეობა. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება მთელ პლანეტაზე, როგორც ეს დღეს ხდება შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. ამ საზოგადოებაში არ არის ომები, დანაშაული ან კონფლიქტები და ყველა სარგებელი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და დემოკრატიულ ღირებულებებს, ვიღწვით მშვიდობისკენ, სადაც თითოეული ქვეყანა ინარჩუნებს თავის უნიკალურობას, მაგრამ ამავე დროს, მთელი მსოფლიო გახდება ერთიანი.

როგორ იქნება ეს შეღავათები შემოქმედებით საზოგადოებაში პლანეტის ყველა ადამიანზე?

შემოქმედებითი საზოგადოება უზრუნველყოფს პლანეტის ყველა ადამიანის ცხოვრებას მაღალი სტანდარტის წყალობით ახალი ეკონომიკური მოდელით, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ ჰყავს. ეს მოდელი შეიმუშავეს და შემოგვთავაზეს ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან, ის შეცვლის ჩვენს ცხოვრებას მისი განხორციელების პირველივე დღიდან.
ის შეგიძლიათ იხილოთ დეტალურ ვიდეო პრეზენტაციაში, რომელიც საჯაროდ იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ფორუმზე „გლობალური კრიზისი. გამოსავალი არის “.

თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოქმედებით საზოგადოებაში ადამიანს დაბადების უფლებით ბევრი ენიჭება, მაშინ რა მოეთხოვება თავად ადამიანს?

შემოქმედებით საზოგადოებაში ადამიანი იღებს ბევრ სარგებელს და უპირატესობას. ეს მოითხოვს თითოეული ადამიანის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში — მის საქმიანობაში, ინტელექტუალურ წვლილს, ნიჭს. შემოქმედებით საზოგადოებაში ადამიანი ავნითარებს საკუთარ თავს და მოაქვს სარგებელი მთელი საზოგადოებისთვის, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
აუცილებელია პირის აქტიური და პასუხისმგებელი მონაწილეობა საზოგადოების საქმეების მართვაში, ასევე საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვან, საკვანძო საკითხებზე კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ შემოქმედებითი საზოგადოება არის სოციალური სტრუქტურის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც ძალაუფლება არ არის დელეგირებული არავისზე, არამედ ხორციელდება თვით ხალხის მიერ, ანუ მსოფლიოს ყველა ადამიანის მიერ სრული თვითმმართველობის გზით: კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება ერთიან გლობალურ ელექტრონულ საარჩევნო პლატფორმაზე.
ამრიგად, შემოქმედებით საზოგადოებაში არ იქნება ცნება „ძალაუფლება ხალხზე“, რადგან ძალაუფლება რეალურად ყველა ადამიანს ეკუთვნის.

ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს, ამას შეიძლება ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები და გამოიწვიოს ქვეყნის რადიკალიზაცია, დიქტატურა, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა და ომების გაჩაღება. არასწორი და საშიშია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებების მიღება მილიონებისთვის. შემოქმედებით საზოგადოებაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ადამიანები ერთად იღებენ, როგორც მათ ქვეყანასთან, ასევე გლობალურ საკითხებთან მიმართებაში. ამავდროულად, ხალხი ანდობს პოლიტიკოსებს, როგორც დაქირავებულ მენეჯერებს, გარკვეული საკითხების გადაჭრას, გარკვეული სფეროების მართვას და ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას.

ეს შეესაბამება ყოველი ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მმართველობაში, უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით, რომელიც მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის ორგანიზაციის მიერ.

რატომ არ არის აუცილებელი შემოქმედებითი საზოგადოების ფორმატის სხვა მოდელებთან შედარება,

რომლებიც განხორციელდა ადრე და თუნდაც იმათთან, რომლებიც ჰიპოთეტურად იყო შემუშავებული, მაგრამ არ განხორციელებულა? რადგან საზოგადოების ორგანიზების ყველა სხვა მოდელში, მცირერიცხოვანის ძალაუფლება უმრავლესობაზე ყოველთვის ფარული ან ღია სახით იყო დაცული. შემოქმედებით საზოგადოებაში კი ვერავინ შეძლებს ძალაუფლების უზურპაციას ან წაართვან იგი ხალხს, რადგან თვითმმართველობით ძალაუფლების ფუნქცია თანაბრად გადანაწილდება ყველა ადამიანზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ იფუნქციონირებს თვითმმართველობა შემოქმედებით საზოგადოებაში, იხილეთ ვიდეო, რომელიც წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ფორუმზე „გლობალური კრიზისი. გამოსავალი არის“:

როგორ ავაშენოთ შემოქმედებითი საზოგადოება მთელს მსოფლიოში უახლოეს წლებში?

არსებობს შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის მკაფიო გეგმა, რომელიც შედგება ორი ეტაპისგან. შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის ორივე ეტაპი მიმდინარეობს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დაცვით.
1
საინფორმაციო ეტაპი
ადამიანები, რომლებიც რეალიზებენ თავიანთ უფლებებსა და თავისუფლებას, აცნობენ სხვა ადამიანებს შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ. ამ გზით, ლეგალურად და მშვიდობიანად იქმნება საზოგადოების მოთხოვნა შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის შესახებ მთელ მსოფლიოში. რაც უფრო ადრე ჩამოაყალიბებს ადამიანთა უმრავლესობა ამ მოთხოვნას, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
2
მსოფლიო რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ეტაპი
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხალხის უმრავლესობა მხარს დაუჭერს შემოქმედებით საზოგადოებას, მომზადდება და ჩატარდება მსოფლიო რეფერენდუმი მთელი კაცობრიობის მიერ შემოქმედებითი განვითარების მოდელის, როგორც კაცობრიობის გადარჩენისთვის ერთადერთი მისაღები და აუცილებელი, მიღების შესახებ.
მსოფლიო რეფერენდუმის მომზადების პროცესში შემუშავდება და მიიღება მისი ჩასატარებლად საჭირო საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზა.

მსოფლიო რეფერენდუმზე წარდგენილი იქნება შემდეგი შეკითხვა:

მხარს უჭერს თუ არა ხალხი მთელი კაცობრიობის საზოგადოების სამომხმარებლო ფორმატიდან შემოქმედებითზე გადასვლას და მთელი კაცობრიობის გაერთიანებას ერთ ცივილიზაციაში — შემოქმედებით საზოგადოებაში?

დადებითი გადაწყვეტილება ნიშნავს:

შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძვლის, როგორც გლობალური კონსტიტუციის ძირითადი დებულებების მიღება;

ერთიანი გლობალური ელექტრონული საარჩევნო პლატფორმის დამტკიცება, როგორც უმაღლესი მართვის ორგანო დედამიწაზე;

შემოქმედებით საზოგადოებაში გარდამავალი პერიოდის დაწყების თარიღის დადგენა.

მსოფლიო რეფერენდუმზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადამიანები იწყებენ უშუალოდ ძალაუფლების განხორციელებას, პოლიტიკოსები კი ხალხის ნების აღმსრულებლები ხდებიან. ანუ, კანონების მიღება, ყველა შემსრულებლის დანიშვნა, კონტროლი და გამოწვევა, ისევე როგორც ყველა სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ექსკლუზიურად თვით ხალხის მიერ ერთიან გლობალურ ელექტრონულ საარჩევნო პლატფორმაზე კენჭისყრით. ეს პლატფორმა ხდება საკანონმდებლო ბაზა, ანუ ერთადერთი წყარო ზოგადად სავალდებულო წესებისა, რომლითაც კაცობრიობა ცხოვრობს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სწრაფად დაიწყოთ ცხოვრება შემოქმედებით საზოგადოებაში?

შემოუერთდით მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოდან, რომლებიც უკვე მოქმედებენ და ლეგალურად აცნობეთ თქვენს გარშემომყოფებს, ნაცნობებსა და უცნობებს საზოგადოების შემოქმედებითი ფორმატის შესახებ. ეს ქმედებები აუცილებელია იმისათვის, რომ შეიქმნას ფართო საზოგადოებრივი მოთხოვნა შემოქმედებითი საზოგადოების აშენებაზე. რაც უფრო ადრე გაიგებს პლანეტის ადამიანთა უმრავლესობა, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები ყველასთვის არის შესაძლებელი, მით უფრო მალე ჩატარდება გლობალური რეფერენდუმი.

თუ მსოფლიო რეფერენდუმზე ადამიანთა უმრავლესობა გადაწყვეტს საზოგადოების ფორმატის შეცვლას სამომხმარებლოდან შემოქმედებითზე, მაშინ დაახლოებით 6 თვეში დაიწყება შემოქმედებით საზოგადოებაში გარდამავალი პერიოდი, რომელიც, წინასწარი გათვლებით, შეიძლება 5-6 წელი გაგრძელდეს. მისი დასრულების შემდეგ, ჩვენ შევდივართ შემოქმედებითი საზოგადოების ახალ ეპოქაში.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი პერიოდის პირველივე დღიდან ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება მრავალი სარგებელი და პრივილეგია: თითოეული ადამიანი მიიღებს უსაფრთხო, აყვავებულ, სტაბილურ და თავისუფალ ცხოვრებას.

გსურს ყველას აცნობო შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ უფრო სწრაფად და ეფექტურად, რათა ის უფრო ადრე შედგეს?

შემოუერთდით არსებულ საკოორდინაციო ცენტრებს თქვენს საცხოვრებელ ადგილას და თუ ისინი არ არსებობს, მაშინ შეგიძლიათ თავად შექმნათ ისინი. ეს უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ინფორმაციას და მიგვიყვანს შემოქმედებითი საზოგადოების სწრაფ მშენებლობამდე.
თქვენი საკოორდინაციო ცენტრი არის ადამიანები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას თქვენი სახლის, ქუჩის, რაიონის, ქალაქის მცხოვრებთა ინფორმირებაზე შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ და მოქმედებენ მოხალისეობრივ საფუძველზე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ გსურთ შეუერთდეთ არსებულ საკოორდინაციო ცენტრს ან შეგვატყობინოთ საკოორდინაციო ცენტრის გახსნის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected]

პოლიტიკოსების როლი
შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობაში

პოლიტიკოსებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წევრებს და ქვეყნების ლიდერებს, თავიანთი პროფესიული საქმიანობის, პოზიციების, საჯაროობისა და ცნობადობის გამო, აქვთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ინფორმირება შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ. პოლიტიკოსების მონაწილეობა ინფორმირებაში მნიშვნელოვნად დააჩქარებს შემოქმედებითი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს.

შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ ნებისმიერი სამართლებრივი გზით მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აქტიურად ამცნობენ შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ შემოქმედებით საზოგადოებას, სხვა საკითხებთან ერთად, არიან პროექტის მოხალისეები, თუნდაც ფლობდენ ძალაუფლებას, უმრავლესობის მხარდაჭერას, ასევე აქვთ რეალური შესაძლებლობა შეცვალონ კანონმდებლობა, მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა, ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ინტერესები, თავიანთი ხალხის ინტერესები, ასევე პარტიის ინტერესები, თუ ისინი აირჩევიან მათგან.

ამავდროულად, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენონ ექსკლუზიურად ლეგალური მეთოდები შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ ინფორმირებისთვის და წვლილი შეიტანონ მის სწრაფ მშენებლობაში. ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ ასევე შეუძლიათ ექსკლუზიურად ლეგალურად და ხალხის მხარდაჭერით შემოქმედებითი საზოგადოების გარკვეული საფუძვლების კონსტიტუციაში შეტანა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დააზარალებს ხალხს, მათ უფლებებს და თავისუფლებებს, საფრთხეს არ შეუქმნის. ან დაასუსტებს ქვეყანას ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად და სხვაგვარად, არ დაანგრევს მის პოლიტიკურ სისტემას, არ გამოიწვევს მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას, არ გახდის ქვეყანას ნაკლებ კონკურენტუნარიანს და არ გამოიწვევს სხვა ნეგატიურ შედეგებს.

ეს გაფრთხილებები გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიო რეფერენდუმზე საზოგადოების შემოქმედებითი ფორმატის მიღებამდე ასეთი ქვეყანა აგრძელებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას სამომხმარებლო ფორმატის პირობებში, რომელიც დაფუძნებულია არაკეთილსინდისიერ, აგრესიულ, საომარ პოლიტიკას და ვერ შეძლებს რეალურად უზრუნველყოს შემოქმედებითი საზოგადოების თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტის - ადამიანის სიცოცხლის ღირებულების განხორციელებას. ნებისმიერი ცვლილების შემოტანისას პოლიტიკოსებმა პირველ რიგში უნდა იზრუნონ თავიანთი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ შემოქმედებით საზოგადოებას, თავის მხრივ, უნდა დაემორჩილონ თავიანთი ქვეყნის კანონებს და არ მოითხოვონ პოლიტიკოსებისგან შემოქმედებითი საზოგადოების უპირატესობების განხორციელება კონკრეტულ ქვეყანაში, თუ ამას შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ხალხისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. შემოქმედებითი საზოგადოების ყველა საფუძვლისა და სარგებლის სრული რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გლობალურ რეფერენდუმზე მიიღება გადაწყვეტილება მისი აშენების შესახებ.

რა სხვა სარგებელს, უპირატესობებსა და პერსპექტივებს მიიღებს შემოქმედებითი საზოგადოების თითოეული ადამიანი?

შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ საერთაშორისო ონლაინ ფორუმებზე, რომლებიც ითარგმნა, მსოფლიოს 150 ენაზე:
გლობალური კრიზისი. ჩვენი ხსნა გაერთიანებაშია | საერთაშორისო ონლაინ ფორუმი 12.11.2022
გლობალური კრიზისი. გამოსავალი არის | საერთაშორისო ონლაინ ფორუმი 22.04.2023
შემოქმედებითი საზოგადოება
დაგვიკავშირდით:
[email protected]
ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!