წამები კატასტროფამდე! მიწისძვრა → მექსიკა, ტაივანი. ქარიშხალი → იაპონია, ჩინეთი. ქარიშხალი ევროპაში

26 სექტემბერი 2022

2022 წლის 18-20 სექტემბერი

💨 იაპონია: ერთი კვირის სხვაობით ტაიფუნი მუიფა პირველად იაპონიის სანაპიროს დაეჯახა, რასაც მოჰყვა უძლიერესი სუპერ ტაიფუნი ნანმადოლი. დაახლოებით 9 მილიონმა ადამიანმა მიიღო ევაკუაციის ბრძანება. სამწუხაროდ, ტაიფუნს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით დაშავდა.

ქარის სიჩქარემ 250 კმ/სთ-ს მიაღწია.

იხილეთ საგანგებო ამბების ახალი ნომერი.

2022 წლის 11 სექტემბერი

🔴 პაპუა-ახალი გვინეა: დამანგრეველი 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

საერთო ჯამში, USGS-ის მონაცემებით, სექტემბრის პირველი სამი კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა რამდენიმე მიწისძვრა დაახლოებით 7 მაგნიტუდის სიმძლავრით, რაც ძალიან საგანგაშოა.

2022 წლის 12 სექტემბერი

💨 იაპონია და ტაივანი: ტაიფუნმა უხვი ნალექი მოუტანა ოკინავას პრეფექტურის ტერიტორიაზე და კუნძულ ტაივანს.

ადგილებზე სიჩქარე 216 კმ/სთ-ს აღწევდა.

გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

2022 წლის 14 სექტემბერი

💨 ჩინეთი, შანხაი: ტაიფუნი მუიფა ყველაზე ძლიერი გახდა ბოლო 73 წლის განმავლობაში ჩინეთში.

ევაკუირებულია 1,300,000-ზე მეტი ადამიანი.

🌊 შანხაიში ტაიფუნს ძლიერი წვიმა და ქარიშხალი 150 კმ/სთ-მდე მოჰყვა. დაიტბორა ქუჩების ნაწილი, წყალდიდობამ დააზიანა ლოჯისტიკა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

2022 წლის 14 სექტემბერი

💦საფრანგეთი: საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები უჩვეულოდ ძლიერი ქარიშხლის ქვეშ იყო.

ჭექა-ქუხილი, წვიმა და ძლიერი სეტყვა: ზოგან მოვარდნილმა სეტყვის ფენამ 15 სმ სიმაღლეს მიაღწია, ათობით საცხოვრებელ უბანს ელექტრო ენერგია გაეთიშად.

2022 წლის 15 სექტემბერი

💦 ხორვატია: რიგ რაიონებში იყო ძლიერი წვიმა ელჭექით. ძლიერმა ქარმა სახლებსა და შენობებს სახურავები გადახადა და გაჩერებული სატვირთო მანქანები გადააყირავა. სამწუხაროდ არის მსხვერპლი.

2022 წლის 15-16 სექტემბერი

🌊 იტალია: ტრაგედია დატრიალდა - რამდენიმეთვიანი გვალვის შემდეგ, უპრეცედენტო წვიმა მოვიდა მარკეს რეგიონში. წყალდიდობამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არიან დაკარგულები და ათობით დაჭრილი. წყლისა და ტალახის ნაკადულებმა მოულოდნელად რამდენიმე ქალაქი მოიცვა, გაანადგურა ინფრასტრუქტურა და შეცვალა ხალხის ბედი.

2022 წლის 16 სექტემბერი

💦 ესპანეთი, მატარო: ძლიერმა წვიმამ ესპანეთის ბარსელონას მოსახლეობა გააოცა. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი მატარო. აქ,ერთ დღში, თვიური ნალექი მოვიდა. წყლის ქვეშ იყო ქუჩები, სახლების სარდაფები, მეტროსადგურები და მიწისქვეშა გადასასვლელები. დატბორილი მანქანების მძღოლებს ეხმარებოდა ყველა, ვინც ახლოს იყო.

2022 წლის 17-18 სექტემბერი

🔴 ტაივანი: ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი ძლიერი მიწისძვრა და რამდენიმე ბიძგი მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, პირველი დარტყმის სიმძლავრე 6,5 იყო, მეორე კი დაახლოებით 7. ზუსტად მეორე მიწისძვრამ, დაატრიალა დიდი უბედურება. მიწისძვრამ,რომელიც 10 კმ სიღრმიდან მოდიოდა დატოვა დანგრეული სახლები და დასახლებების ინფრასტრუქტურა.

2022 წლის 17 სექტემბერი

💨 აშშ, ალიასკა: ტაიფუნი მერბოკის ნარჩენებმა დასავლეთ ალიასკას ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია. ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ნომში წყლის დონე ნორმაზე 3-4 მეტრით გაიზარდა, რამაც დატბორა სანაპიროდან 100 კმ-ით დაშორებული რეგიონი - ყველაზე მაღალი ქარიშხალი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაიტბორა სახლები და შენობები, წყალდიდობამ და ქარმა 50-მდე დასახლება დააზიანა.

2022 წლის 17 სექტემბერი

💨 გვადელუპე: ქარიშხალი ფიონა კარიბის ზღვის აუზს დაეჯახა. მან პირველი დარტყმა მიაყენა კუნძულ გვადელუპეს. 6 საათის განმავლობაში ქალაქ ბას-ტერეს მიდამოში იმდენი ნალექი მოვიდა, რამდენიც ჩვეულებრივ რამდენიმე თვეში მოდის. გამოცხადდა დაღუპულების შესახებ

2022 წლის 18 სექტემბერი

💨 პუერტო რიკო: მეორე დღეს, ქარიშხალმა ფიონამ გადაინაცვლა პუერტო რიკოში სადაც დენი გამოირთო თითქმის მთელი კუნძულზე - რომელზეც 3 მილიონზე მეტი ადამიანია. არის დარუპულები. სტიქიამ ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც დანგრეული სახლები და ხიდები დატოვა.

ქარის სიჩქარემ მიაღწია 140 კმ/სთ.

2022 წლის 19 სექტემბერი

💨 დომინიკის რესპუბლიკა: შემდეგ ქარიშხალი დომინიკის რესპუბლიკისკენ გაემართა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მასიური წყალდიდობა მოხდა.

ქარის სიჩქარე 167 კმ/სთ-მდე

თითქმის 12,5 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და თავშესაფრებს შეეფარებინათ თავი.

2022 წლის 19 სექტემბერი

🔴 მექსიკა: დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა დაახლოებით 10 კმ სიღრმეზე. მისი სიმძლავრე იყო 7,6 მაგნიტუდა. დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა.არიან დაღუპულები..

ბოლო მიწისძვრის ბიძგების შემდეგ, ბევრს აინტერესებს, არის თუ არა ეს „უსიამოვნო დამთხვევა“ თუ ეს მოვლენა უფრო დეტალურ შესწავლას იმსახურებს❓

📍 არის თუ არა გამოსავალი ამ გაუთავებელი კრიზისებიდან?

👉 დიახ! და ჩვენი ხსნა ერთობაშია!

2022 წლის 12 ნოემბერი შეუერთდი

ღია საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე „გლობალური კრიზისი.

ჩვენი ხსნა ერთობაშია“

შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის ოფიციალური ვებგვერდი:

https://creativesociety.com/ka

ელ.ფოსტა: [email protected]

ბოლო კლიმატის ანგარიშები
videoImg
ფაქტორი იქსი: საიდუმლო, რომელიც პლანეტის კლიმატს ცვლის
12/13/2024
videoImg
2024 წლის ნოემბერი: შტორმები, რეკორდები და კლიმატის ქაოსი, რომელიც აშინებს მსოფლიოს!
12/6/2024
videoImg
მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა: არავინ ელოდა ასეთ ამოფრქვევას!
11/25/2024
videoImg
არავინ ელოდა: ელვამ მატჩის მიმდინარეობა სამუდამოდ შეცვალა!
11/14/2024
videoImg
ტრაგედია ესპანეთში | ქალაქი 10 წუთში წყალში გადავიდა!
11/7/2024
videoImg
უსაფრთხოების ილუზია | როგორ ამახინჯებს მანიპულაციები კლიმატის რეალობას
11/5/2024
videoImg
გლობალური წყალდიდობა | ტექნოლოგიები გადაარჩენს მილიონობით სიცოცხლეს!
10/24/2024
videoImg
ფრთხილად! ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი მოდის!
10/23/2024
videoImg
ქარიშხალი მილტონი | ქაოსი იზრდება!
10/23/2024
videoImg
კატასტროფები არ წყდება! რა გველოდება შემდეგში?
10/21/2024
ნახეთ ყველა
ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!
კომენტარის დატოვება
შემოქმედებითი საზოგადოება
დაგვიკავშირდით:
[email protected]
ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!